ატლას კორპ ჯორჯია

ატლას კორპ ჯორჯია ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2013 წლიდან.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პრემიუმ კლასის საბურღი დაზგების, კომპრესორების, გენერატორებისა და მათი სათადარიგო და ცვეთადი მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
პირველ ეტაპზე, ბაზარზე მოღვაწეობა უმსხვილესი შვედური კომპანიის – ატლას კოპკოს ერთერთი მიმართულების დილერობით, კერძოდ კი სამშენებლო-სამთამადნო ტექნიკის
დივიზიით დაიწყო კომპანიამ, რომელიც, დღესდღეობით, Epiroc-ის სახელითაა წარმოდგენილი.
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კომპანიას დაემატა ისეთი მძლავრი ბრენდები, როგორებიც
არიან: ატლას კოპკოს ჯგუფში შემავალი ინდუსტრიული კომპრესორების მწარმოებელი
კომპანია – Alup და გენერატორების მწარმოებელი კომპანია – FG Wilson. ასევე “ატლას კორპ ჯორჯია” ახორციელებს “ატლას კოპკოს” დიზელისძრავიანი კომპრესორების რეალიზაციასა და სერვისს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამშენებლო ტექნიკის მიწოდების ბაზარზე ნიშური სეგმენტი უჭირავს, ის მომხმარებლებს პროდუქციისა და სერვისების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, ისეთებს როგორიცაა: ზედაპირული ბურღვის სამშენებლო და საკარიერო ტექნიკა, გრუნტის საკვლევი საბურღი ტექნიკა, გვირაბგამყვანი დანადგარები, გვირაბის დამტვირთველები და თვითმცლელები, დიზელისა და ელექტრო ძრავის მქონე კომპრესორები, რომლებიც გამოიყენება როგორც სამშენებლო
ასევე ინდუსტრიული დანიშნულებით. კომპანია ასევე ახორციელებს კომპრესორების გაქირავების და რევერსული ბურღვის სერვისებს.
“ატლას კორპ ჯორჯია” მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს მომხმარებლების საჭიროებებს და ეფექტურად გადაწყვიტოს მათი ტექნიკური და საინჟინრო პრობლემები, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, იყოს წარმატებულები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში საკარიერო საქმიანობისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში.
კომპანიას ზურგს უმაგრებს გამოცდილ ინჟინერთა და ტექნიკოსთა გუნდი, რომელთა
მაღალი კვალიფიკაციაც უზრუნველყოფს ტექნიკის უწყვეტ და გამართულ მუშაობას, რაც ჩვენს სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.