
კომპანია „ანაგი“ დაარსდა 1989 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას 300-მდე მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული. მათ შორის: საფეხბურთო სტადიონი – ბათუმში, საერთაშორისო აეროპორტის შენობა – ქუთაისში, სასტუმრო „ჰილტონი“- ბათუმში, სავაჭრო და გასართობის ქალაქი „ისთ ფოინთი“- თბილისში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – თბილისში, ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობის რეკონსტრუქცია, პიაცას კოშკი – ბათუმში, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ – ქობულეთში, სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი”- ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ბათუმში, და სხვა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. „ანაგი“ უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
• სასტუმროების, მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;
• სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს;
• დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას;
• ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
• ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას.