ხარჯთაღმრიცხველი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, წევრი კომპანიისთვის „ოლ-პი ჯგუფი“ აცხადებს ხარჯთაღმრიცხველის ვაკანსიას.

ხარჯთაღმრიცხველის ძირითადი მოვალეობებია:

პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
პროექტების ,,პროგრეს რეპორტის“ წარმოება;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ხარჯთაღმრიცხველისთვის სავალდებულოა:

სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით);
აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
სასურველია რუსული ენის ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office + ARCHICAD/AUTOCAD).

უნარ-ჩვევები:

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის მენეჯმენტი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!