ელექტრიკოსი, მუშა ელექტრიკოსი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის – „ჯი არ სი“აცხადებს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის – „ჯი არ სი“ აცხადებს ელექტრიკოსისა და მუშა ელექტრიკოსის ვაკანსიებს.
შპს „ჯი არ სი“ – სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და უკვე 15 წელია რაც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
„ჯი არ სის“ ძირითადი მიმართულებებია: გადახურვის მასალები, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი – ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერტიფიკატი მთელ რეგიონში, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, სტრუქტურილი რკინა, სამშენებლო ქიმია, თაბაშირმუყაო, აქსესუარები დასხვა.„ჯი არ სი“ ეძებს ელექტრიკოსსა და მუშა ელექტრიკოსს ქუთაისში:ელექტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალში არსებული ელექტრო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალის ტერიტორიაზე არსებული ელექტრო მოწყობილობისა და გაყვანილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
  • პერიოდიკის დაცვით კომპანიის კუთვნილი ელექტრო დანადგარების რევიზია;
  • უსაფრთხოების ჭრილში კომპანიის კუთვნილი ელექტრო დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ახალი დანადგარების სპეციფიკის გათვალისწინებით დანადგარის ელექტროობის გამართვა.

მუშა ელექტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალში არსებული ელექტრო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში წარმოების პროცესში ჩართვა და დახმარება, რაც გულისხმობს:
  • ამწე კრანის პულტის მართვა;
  • ავტოკარის მართვა, თუნუქის რულონების გადაზიდვა;
  • საქონლის დაცლა / დატვირთვის პროცესში ჩართულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისისამუშაო განაკვეთი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00-18:00თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ანმოგვწეროთ თქვენ შესახებ შემდეგ მისამართზე: info@icca.ge არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება: ელექტრიკოსი ან მუშა ელექტრიკოსი.დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი, 2020 წელი.გისურვებთ წარმატებებს!