
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას “პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამის” ფაგლებში, რომელიც ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობაა პროექტის კოორდინატორის მხარდაჭერა შემდეგ საკითხებში:
- ღონისძიებების/შეხვედრების/ტრენინგებისა და გამოცდების ტექნიკური მხარდაჭერა (მონაწილეებთან პირისპირ/სატელეფონო კომუნიკაცია/დასწრების აღრიცხვა და სხვა);
- Საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა კვლევის წარმოებაში მხარდაჭერა.
სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუდენტის ან კურსდამთავრებულის სტატუსი უმაღლეს სასწავლებელში;
- ინგლისური ენის მინიმუმ Intermediate დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
სამუშაო ადგილი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ოფისი, ლუბლიანას 13ბ, თბილისი. რიგი დავალებებისა შესაძლოა შესრულდეს ონლაინ ფორმატში.
სტაჟიორის შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად.
Სტაჟირება ანაზღაურებადია.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და მოკლე, რამდენიმე წინადადებიანი სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 22 ივლისი, 2022
გისურვებთ წარმატებებს!