
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA” აცხადებს საავტომობილო გზების მშენებლობის ექსპერტის ვაკანსიას პროექტის ფარგლებში: “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბება და ინსტიტუციური განვითარება მისი სხვადასხვა ფუნქციის პილოტირების გზით”, რომელიც ხორციელდება USAID-ის პროგრამის Industry-led Skills Development Program-ის მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო)” სხვადასხვა ფუნქციის პილოტირებას, მათ შორისაა, საგამოცდო პროცესში ჩართულობა, რაც მოიაზრებს საწყის ეტაპზე, შეფასების ინსტრუმენტების მომზადებას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
საავტომობილო გზების მშენებლობის ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:
** დარგის სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფსიქომეტრიკოსთან თანამშრომლობით პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტის შექმნის მიზნით, 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა დატრენინგებაში (ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები შეიტყობენ, თუ როგორ იქმნება შეფასების ვალიდური ინსტრუმენტი და ამავდროულად, მიღებული ცოდნის გამოყენებით, “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის (თეორია და პრაქტიკა) საავტომობილო გზების მშენებლობის ექსპერტისა და ფსიქომეტრიკოსის დახმარებით, შექმნიან საგამოცდო დავალებებს) ჩართულობა;
** კოლეჯებთან ინდივიდუალური შეხვედრები შეფასების ინსტრუმენტის შექმნისა და დახვეწის მიზნით;
** საგამოცდო დავალებების კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში;
** საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა, პროცესის დაკვირვება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, შედეგების ანალიზი;
** სამუშაო მივლინებაში წასვლა (პროექტით გათვალისწინებული 2 კოლეჯი არ მდებარეობს ქ. თბილისში).
საავტომობილო გზების მშენებლობის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი აკადემიური განათლება, საგზაო ინჟინერიის ან დაკავშირებულ სფეროში;
** შეფასების ინსტრუმენტის შექმნის გამოცდილება;
** მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტირებისა და დამუშავების ცოდნა.
Სამიზნე აუდიტორია: “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის მასწავლებლები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, პროგრამის ხელმძღვანელები.
სამუშაო პერიოდი (ტრენინგის ნაწილი): აპრილი-მაისი, 2023
სამუშაო პერიოდი (საგამოცდო ნაწილი): ივნისი, 2023 (I კოლეჯი), სექტემბერი-ოქტომბერი, 2023 (II, III კოლეჯი)
სამუშაო დღეების რაოდენობა: 12
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2023
გისურვებთ წარმატებებს!