
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA აცხადებს ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკოსი ტრენერის ვაკანსიას პროექტის ფარგლებში: “პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამა”, რომელიც ხარჯთაღმრიცხველთა – სამშენებლო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სასწავლო პროგრამა მოიცავს: ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების კონტროლის საფუძვლებს, ხარჯთაღრიცხვის პრინციპებს ბეტონის სამუშაოებში, საინჟინრო ქსელში, გზის მშენებლობაში, მიწის სამუშაოებში და სხვა.
ტრენინგის 2022 წლის ოქტომბრიდან, 4 თვის განმავლობაში გაიმართება.
ხარჯთაღრიცხვის ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
- აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით[1] სატრენინგო მასალის მომზადება და ტრენინგების ჩატარება;
- შუალედურ და ფინალურ გამოცდებში მონაწილეობა;
- ტრენინგების შედეგების შეფასების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება;
- სამშენებლო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება;
- ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ცოდნის გადაცემის, სწავლების უნარი;
- აუდიტორიის მართვის უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:
თარიღი: ოქტომბერი – თებერვალი, 2022, ჯამში 60 საკონტაქტო სთ.
ტრენინგების გამართვის ადგილი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სატრენინგო დარბაზი, ლუბლიანას 13ბ, თბილისი. საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგი შესაძლოა, წარიმართოს ონლაინ ფორმატში.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და ტრენინგების ჩატარების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2022
გისურვებთ წარმატებებს!