
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA” აცხადებს განათლების ექსპერტის ვაკანსიას პროექტის ფარგლებში: “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბება და ინსტიტუციური განვითარება მისი სხვადასხვა ფუნქციის პილოტირების გზით”, რომელიც ხორციელდება USAID-ის პროგრამის Industry-led Skills Development Program-ის მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო)” სხვადასხვა ფუნქციის პილოტირებას, მათ შორისაა, საგამოცდო პროცესში ჩართულობა, რაც მოიაზრებს საწყის ეტაპზე, მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი რუკის მოდიფიცირებასა და ორი სამშენებლო მიმართულებით პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შინაარსისა და სტრუქტურის სრულყოფას.
განათლების ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:
მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი რუკის განვითარება:
** დარგის ექსპერტთან თანამშრომლობით მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი რუკის მიმდინარე ვერსიის განხილვა, დოკუმენტის განვითარებაზე მუშაობა;
** დარგობრივი რუკის განახლებული ვერსიის განხილვა და წარდგენა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისათვის;
** ვალიდაციის შეხვედრის შედეგად მიღებული უკუკავშირის შეჯამება, ანალიზი და იმპლემენტაცია დარგობრივ რუკაში;
** მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი რუკის მოდიფიცირებული ვერსიის წარდგენა კერძო და საგანმანათლებლო სექტორების წარმომადგენლებთან.
სამუშაო პერიოდი: მაისი-ივლისი, 2023
პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარება შედუღებისა და მძიმე ტექნიკის ოპერირების მიმართულებით:
** დარგის წარმომადგენლებთან ერთად პროფესიული სტანდარტების (კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული მოვალეობებისა და ამოცანების ერთობლიობა) ანალიზი;
** სტანდარტების მიმდინარე ვერსიების წარდგენა და განხილვა სამშენებლო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ვალიდაციის შეხვედრების ფარგლებში;
** განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირის შეჯამება და იმპლემენტაცია, დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავება და საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მისი კორექტირება;
** პროფესიის სტანდარტების სტანდარტიზაციისა და ვალიდაცის შემდეგ, მათზე დაყრდნობით პროფესიის საგანმანათლებლო სტანდარტების (დოკუმენტი მოიცავს სწავლის სფეროს, კვალიფიკაცია/კვალიფიკაციებს, დაშვების წინაპირობას, მიზანს, სწავლის შედეგებს, მოდულების ჩამონათვალს, სწავლებისა და შეფასების მეთოდებსა და სხვა.) განვითარება;
** მოდიფიცირებული პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების წარდგენა კერძო, საგანმანათლებლო სექტორებისათვისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.
სამუშაო პერიოდი: აპრილი-ოქტომბერი, 2023
განათლების ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი აკადემიური განათლება, ფსიქოლოგიის, განათლების მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მონაცემების (გზამკვლევები და სხვა სახის რესურსები ქართულ და ინგლისურ ენაზე) ანალიზის, ინტერპრეტირებისა და დამუშავების ცოდნა როგორც ქართულ, აგრეთვე, ინგლისურ ენაზე;
** საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის სიღრმისეული ცოდნა;
** პროფესიისა და პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე მუშაობის გამოცდილება;
** კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონეზე.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი, 2023
გისურვებთ წარმატებებს!