ფსიქომეტრიკოსი

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA” აცხადებს ფსიქომეტრიკოსის ვაკანსიას პროექტის ფარგლებში: “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბება და ინსტიტუციური განვითარება მისი სხვადასხვა ფუნქციის პილოტირების გზით”, რომელიც ხორციელდება USAID-ის პროგრამის Industry-led Skills Development Program-ის მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებს “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო)” სხვადასხვა ფუნქციის პილოტირებას, მათ შორისაა, საგამოცდო პროცესში ჩართულობა, რაც მოიაზრებს საწყის ეტაპზე, შეფასების ინსტრუმენტების მომზადებას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ფსიქომეტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლობა საავტომობილო გზების მშენებლობის ექსპერტთან და მასთან შეთანხმებითა და დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, ტრენინგის დაგეგმვა კოლეჯის მასწავლებლებისათვის;
** “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტის შექმნის მიზნით, 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტთა დატრენინგება დარგის ექსპერტის თანამონაწილეობით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეიტყობენ, თუ როგორ იქმნება შეფასების ვალიდური ინსტრუმენტი და ამავდროულად, მიღებული ცოდნის გამოყენებით, “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის (თეორია და პრაქტიკა) დარგის ექსპერტისა და ფსიქომეტრიკოსის დახმარებით, შექმნიან საგამოცდო დავალებებს;
** შექმნილი საგამოცდო დავალებების ვალიდურობის დადგენა, პილოტირება;
** საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების ანალიზი.

ფსიქომეტრიკოსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება, სასურველია, განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
** შეფასების ინსტრუმენტის შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ტრენინგის ჩატარების გამოცდილება (სასურველია);
** აკადემიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტირებისა და დამუშავების ცოდნა.

სამიზნე აუდიტორია: “საავტომობილო გზების მშენებლობის” პროფესიული პროგრამის მასწავლებლები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, პროგრამის ხელმძღვანელები.

სამუშაო პერიოდი: აპრილი-მაისი (საორიენტაციოდ)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და აკადემიურ სფეროში მუშაობის ან/და ტრენინგების ჩატარების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: [email protected]

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2023

გისურვებთ წარმატებებს!