
“მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია” აცხადებს კონკურსს ელექტროობის ინჟინერიის ექსპერტის პოზიციაზე.
პროექტი ითვალისწინებს, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, წინასწარ განსაზღვრული სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებებით პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შინაარსისა და სტრუქტურის სრულყოფას, საგამოცდო პროცესებში ჩართულობას, აგრეთვე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის ინიციირებას.
დარგის ექსპერტის ძირითადი მოვალეობებია:
** პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარება 1. ელექტროობის (დაბალი ძაბვა) მიმართულებით.
** განათლების ექსპერტთან და დარგის სხვა წარმომადგენელთან ერთად კონკრეტული მიმართულების პროფესიის სტანდარტისა (პროფესიასთან დაკავშირებული მოვალეობებისა და ამოცანების ერთობლიობა) და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის (დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია) ანალიზი;
** სტანდარტების მიმდინარე ვერსიების წარდგენა და განხილვა სამშენებლო კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ფოკუს ჯგუფებისა და გაფართოებული განხილვის ფარგლებში;
** დისკუსიის შედეგად მიღებული უკუკავშირის შეჯამება და იმპლემენტაცია;
** დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავება და საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მათი კორექტირება;
** პროფესიის სტანდარტების სტანდარტიზაციისა და ვალიდაციის შემდეგ, მათზე დაყრდნობით, პროფესიის საგანმანათლებლო სტანდარტების მოდიფიცირება;
** მოდიფიცირებული პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების წარდგენა კერძო, საგანმანათლებლო სექტორებისათვისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.
სამუშაო პერიოდი: აგვისტო, 2024 – დეკემბერი, 2024 (საორიენტაციოდ)
სამუშაო ხანგრძლივობა: 30 სამუშაო დღე თითო დარგის ექსპერტისთვის (მოქნილი სამუშაო გრაფიკით)
დარგის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
** უმაღლესი აკადემიური განათლება მშენებლობის/ინჟინერიის ან დაკავშირებულ სფეროში (სავალდებულოა);
** შესაბამისი მიმართულებით კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტირებისა და დამუშავების ცოდნა.
კანდიდატის შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კანდიდატის CV;
** დღიური ანაზღაურება (საშემოსავლოს და კანდიდატის წილი საპენსიოს ჩათვლით).
ვადები: შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 აგვისტო.
გთხოვთ, კანდიდატურის შეთავაზებები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში კონკურსის დასახელების მითითება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნული სერვისის მიწოდება განსაზღვრულია პროექტით “მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ინსტიტუციური განვითარება”, რომელიც ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.