ვორკშოფი შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

22 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და CIPE Europe & Eurasia-ს ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შრომის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში და, ასევე, ასოციაციის წევრი ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია York Towers-ის სპონსორობით, გაიხსნა ორდღიანი ვორკშოპი, რომელიც მშენებლობაში შრომის უსაფრთხოებასა და შრომის კანონმდებლობას ეხებოდა. ვორკშოპზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და CIPE (Center for International Private Enterprises)-ის პროგრამის ოფიცერმა მარიამ ქუჩულორიამ.ღონისძიების ფარგლებში, შრომის ინსპექცია-ის მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის სამმართველოს უფროსმა ლევან აბაშიძემ ისაუბრა შრომის ინსპექციის მანდატსა და მის უფლებამოსილებებზე. ღონისძიებაზე კომპანია York Towers-ის დირექტორის მოადგილემ მარიამ ლორთქიფანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია კომპანიის და მისი მიმდინარე პროექტების შესახებ. ვორკშოპის გაუძღვნენ შრომის უსაფრთხოების კომპანია “საფკოს” თანადამფუძნებელი, შრომის უსაფრთხოებისსპეციალისტი, ინსტრუქტორი და მრჩეველი თორნიკე თოდრია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. ვორკშოფის მიმდინარეობაში აქტიური ინსტრუქტაჟით იყო ჩართული კომპანია York Towers-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, ავთო პაპუაშვილი.

“დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს.აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.”