ვებინარი თემაზე “ინკოტერმს 2020”

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმაასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020 -Incoterms 2020.
ინკოტერმსი (International Commercial Terms) – საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსისწესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებასსაქონლის ტრანსპორტირების დროს.2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციის სახით – Incoterms 2020. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ნაწილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.ვებინარს ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ინფრასტრუქტურული თუ კერძო პროექტების განხორციელებაში და ასევე, სამშენებლო მასალების იმპორტიორიკომპანიები.„ვებინარის წარმდგენად თიბისის შერჩევა, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ჩვენი გუნდის წარმატებამ განაპირობა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 51,2%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად დასაუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.“ – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის უფროსი.“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება გახლავთ წევრი კომპანიების ფარგლებში დაგროვებული ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გაზიარება და ამით, თითოეული ჩვენგანის გაძლიერება. სწორედ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეცედენტი, როგორიც ასოციაციის ასოცირებულმა წევრმა, თიბისი ბანკმა  ამ ვებინარის ორგანიზებით განახორციელა.” –  ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი. ვებინარს მოდერატორი – თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი – თამარ გუგუშვილი უძღვებოდა, რომელიც 2012 წლიდან აღნიშნული გუნდის წევრია.