ვებინარი “დღგ-ს ძირეული ცვლილებები”

Nexia TA Academy სპეციალურად ICCA-ს წევრებისთვის ვებინარს “დღგ-ს ძირეული ცვლილებები” ჩაატარებს. საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება, დაუახლოვოს საგადასახადო კანონმდებლობა დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ, 2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივას. სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, შემუშავდა კანონპროექტი, რომლის შესაბამისადაც, დღგ-ს ძირეული ცვლილება ძალაში შედის 2021 წლიდან. ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება არსებითი ცვლილებები და მათი მიზანი. ტრენერები მიმოიხილავენ თემატურ არსებულ და, ასევე, კანონპროექტში შემავალ ახალ ტერმინებსა და მათ განმარტებებს. ტრენინგზე დამსწრეები გაეცნობიან დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციებსა და სხვადასხვა საგადახადო ოპერაციაში შესულ ცვლილებებს. მათი ცოდნა აუცილებელია სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, იმისათვის, რომ სწორად და კანონის შესაბამისად აწარმოონ საგადასახადო ოპერაციები.
ტრენერები:გელა მღებრიშვილი – საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ნექსია თიეის დირექტორი;დავით მამრიკიშვილი – საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ნექსია თიეის საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი.თარიღი: 2-3 დეკემბერი, 10:00-13:00.ვებინარის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.