ტრენინგი: სახელმწიფო შესყიდვები

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების სერია საჯარო შესყიდვების  ახალი კანონის   შესახებ  გრძელდება;
მომდევნო შეხვედრა 8 ივნისს, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” ფარგლებში გაიმართება, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.
თარიღი: 8 ივნისი, 10:00-19:00;
ტრენინგის გამართვის ადგილი: „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია”, გოგებაშვილის 48, თბილისი.
ტრენინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/hdraX
რეგისტრაცია შესაძლებელია 3 ივნისის ჩათვლით.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას; სხვა ნებისმიერი მსურველისთვის დასწრების საფასური შეადგენს 120 ლარს.
საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და მთელ რიგ სიახლეებს ითვალისწინებს, რომელთა შესახებაც სამშენებლო ინდუსტრიის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.
ტრენინგს მოცემული კანონის მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართული პირები -,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლაცაბიძე და ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი თამარ კაკაშვილი გაუძღვებიან.