ტრენინგი: სახელმწიფო შესყიდვები

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ სახელმწიფო შესყიდვების 15 საათიან კურსზე.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა;
სატენდერო/ საკონკურსო პირობები (სპეციფიკაციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
სატენდერო წინადადება და მისი წარდგენა;
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში;
შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში (პრაქტიკული ნაწილი);
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
შავი სია და თეთრი სია;
უფლების დაცვა – თეორიული ნაწილი (დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, გასაჩივრების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები);
დავების განხილვის საბჭო (პრაქტიკული ნაწილი), დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები.

ტრენერები:

აღნიშული ტრენინგს გაუძღვებიან შესყიდვების სააგენტოში წლების განმავლობაში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრები: ნოდარ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და დავით ჯაიანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 13 მაისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.

თარიღი: 14, 17, 19, 21, 24, 28, 31 მაისი, 19:00-21:00

ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 280 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.