
1 მაისს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრენინგი ჩატარდა, რომელიც შეეხებოდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის” შესახებ ახალ კანონმდებლობას. კანონი მიმდინარე წლის 24 მარტს ამოქმედდა, სწორედ აქედან გამომდინარე, სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ასოციაციამ წევრებისთვის გასულ თვეში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო ამჯერად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, ასოციაციამ ტრენინგი დააორგანიზა, რომელსაც “ბი ვი ქონსალთინგის” ტრენერი ალეკო ნაჭყებია გაუძღვა.