
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია „მართვის აკადემიასთან“ ერთად გიწვევთ ISO 9001 – საბაზისო საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგზე, რომელზეც განხილული იქნება ISO 9001 სტანდარტების მოთხოვნები და სპეციფიკაცია, დანერგვის და ხარისხის შიდა აუდიტის ჩატარების პრაქტიკული საკითხები.
ტრენერი: ეკატერინე კოპლატაძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კონსულტანტი ხარისხის მართვის საკითხებში.
ტრენინგისთვის წინასწარ გაწერილია 2 სატრენინგო დღე (6 სთ.), თუმცა სარეგისტრაციო ფორმაში ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ დამატებით, მათთვის საინტერესო სტანდარტების გამოყოფას, რასაც შესაძლოა დაეთმოს მესამე სატრენინგო დღეც – ეს დამოკიდებული იქნება აუდიტორიის მოთხოვნასა და ინტერესებზე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თებერვლისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLmZXbSFHOubd9G_MRh3dQQXRs-yl8rZ89ESOZm8iKifck8A/viewform
თარიღი: 8 და 10 თებერვალი, 16:00-19:00. აუდიტორიის დაინტერესებიდან გამომდინარე, ტრენინგი შესაძლოა გაგრძელდეს 14 თებერვალსაც (მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებით).
ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.
ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 400 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.