ტრენინგი “გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი”

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა” და პარტნიორი კომპანია Nexia Georgia -ს თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი “გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი”.

ტრენინგი მოიცავდა გაყიდვების მრავალმხრივ ასპექტებს, მათ შორის პრეზენტაციისა და პრეზენტაბელურობის მნიშვნელობას გაყიდვებში, მის როლს კომპანიის წარმატებაში, გაყიდვების უნარების პრაქტიკულ გამოყენებას, წარუმატებლობის, როგორც ღირებული გამოცდილების გააზრებას და წარმატების მიღწევის გზებს.

აღნიშნულ ტრენინგს გაუძღვა ნინი ზაქარაშვილი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Nexia Georgia”-ს კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.