
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ ტრენინგზე „ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურა“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის GIZ-ის მხარდაჭერით წარიმართება.
ტრენინგს გაუძღვება ექსპერტი რაინერ გირკე (გერმანია).
თარიღი/დრო: 28 ივნისი, 2022, სამშაბათი (10:00-12:30)
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი.
- ტიპიური ურბანული ინფრასტრუქტურა
- წყალდიდობის მართვა ბუნებრივი პროცესებით
- „მწვანე ინფრასტრუქტურა“
- მწვანე გადახურვა და მწვანე კედლები
- ურბანული ტყე და სავარგულები
- ბიო ტრანშეი, ჭაობებისა და ტბორების ინჟინერია
- პარკები, ბაღები და გამწვანებული სივრცეები
- ბუნებრივი მემკვიდრეობის სისტემები
- ურბანული აგროკულტურა
- გზამკვლევი მწვანე ურბანულ ინფრასტრუქტურაში
დასწრება თავისუფალია!
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 27 ივნისის 16:00 საათისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელექტრონულ ფოსტაზე s.dekanosidze@icca.ge