
დასრულდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის ორგანიზებული ტრენინგი „სტრესი და კომუნიკაციის ფსიქოლოგია მართვაში“, რომელიც საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანიასთან Headvice ერთად განხორციელდა. კურსი ძირითადად მოიცავდა გუნდის თითოეული წევრის ემოციური მდგრადობისა და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობის, თვითრეგულაციის პრინციპების და ინდივიდუალურ თავისებურებებთან ეფექტურად მორგების საკითხებს. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ და გავარჯიშდნენ კომუნიკაციის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებში.კურსი წარმართეს პროფესიონალმა ტრენერებმა, ზურაბ მხეიძემ და მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილმა.