შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან

ბიზნესომბუდსმენი “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიებმა მიხეილ დაუშვილს ასოციაციის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები გაუზიარეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა სახელმწიფო ტენდერებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულების საბაზრო ფასებით განსაზღვრა, ხელშეკრულების პროექტში გარკვეული მიდგომების გათანაბრება, ალტერნატიული სატენდერო შეთავაზების მეთოდის შემოღება, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების ზედნადებში ასახვა და, შესაბამისად, ზედნადების ოდენობის დაკორექტირება და სხვა საკითხები.