
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ისე, გამგეობის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.