
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 27 აგვისტოს გაიმართა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრის მთავარი სპიკერი გახლდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ქალბატონი ნათია სხვიტარიძე, რომელმაც ვაქცინაციის თემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც მონაწილეებს ჰქონდათ.