9 ივნისს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამინისტროს მხრიდან იმ მიდგომებისა და გეგმების გაცნობა, რომლებიც ეხება საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. გარდა ამისა, კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ის გამოწვევები, რომლებიც სექტორში დაგროვდა, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების კუთხით.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ნდობის გაძლიერებას.













