შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან

2 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, შეხვედრა გამართა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის: სამშენებლო კომპანიების, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეებს გააცნო ე. წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს – 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.