შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილთან

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების და ასევე, სექტორული სხვა კომპანიების სამუშაო შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალის კონტექსტში, სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ დიალოგი და პროფესიული განათლების სივრცეში მათი შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება. ამასთანავე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში, პრიორიტეტული მიმართულებების, უნარებისა და პოტენციური პარტნიორების განსაზღვრა.