
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” ორგანიზებით, რომელიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების სერია – საჯარო შესყიდვების ახალი კანონის შესახებ დაიწყო.
ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ, ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შედის და მთელ რიგ სიახლეებს ითვალისწინებს, რომელთა შესახებაც სამშენებლო ინდუსტრიის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.
კერძო სექტორთან გამართულ ტრენინგს, ახალი კანონის მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართული პირები: გიორგი ლაცაბიძე, ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და თამარ კაკაშვილი ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი უძღვებოდნენ.