
სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების სერია საჯარო შესყიდვების ახალი კანონის შესახებ გრძელდება. კერძო სექტორთან შეხვედრები ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარაჭერით გაიმართა, რომელიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს.
საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და მთელ რიგ სიახლეებს ითვალისწინებს, რომელთა შესახებაც სამშენებლო ინდუსტრიის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.
ტრენინგს მოცემული კანონის მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართული პირები -,, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლაცაბიძე, და ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი თამარ კაკაშვილი უძღვებოდნენ.