ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, TBC ლიზინგთან თანამშრომლობით, გთავაზობთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ სემინარში ,,ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ლიზინგის სტრატეგიული როლი”.
შეხვედრის ფარგლებში, მსმენელები შეძლებენ, გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ლიზინგის როლზე – როგორც ფინანსურ ინსტრუმენტზე, ისე ბიზნესის ზრდის სტრატეგიულ საშუალებაზე.
სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ფინანსური დირექტორები (CFO-ები), დირექტორები, ან კომპანიების მიერ შერჩეული რელევანტური კანდიდატები. ის პირები, რომლებიც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან TBC ლიზინგის შეთავაზებებს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ლიზინგის გამოყენების უპირატესობას საბანკო სესხთან მიმართებაში. დეტალურად შეისწავლიან ფინანსური და საოპერაციო ლიზინგის გარჩევასა და მათ ფინანსურ/საგადასახადო გავლენას. აგრეთვე, განიხილება საერთაშორისო დაფინანსების პრაქტიკები, ინფრასტრუქტურული პროექტების რისკების შემცირების გზები ფინანსური ინსტრუმენტებით და ქართული ინოვაციები.
სემინარი გაიმართება 2025 წლის 19 ნოემბერს, ხუთშაბათს, 17:00-დან 20:00 საათამდე იაკობ გოგებაშვილის ქუჩა #48, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ოფისში.
აღნიშნულ სემინარს გაუძღვება TBC ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნოდარ ბარბაქაძე (LinkedIn), რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს საკრედიტო დეპარტამენტს, ლიზინგის მიმართულებით, აგრეთვე, გამოცდილება აქვს BB ლიზინგში და Crystal Leasing -ში.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული არაუგვიანეს 16 ნოემბრისა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
