
7 მაისს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1 თვიანი სასწავლო კურსის “მშენებლობის მენეჯმენტი“ პირველი სატრენინგო შეხვედრა ჩატარდა.
კურსს უძღვება სამშენებლო ინდუსტრიაში 25 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, მალხაზ ხოშტარია.
ტრენინგის მიზანია სამშენებლო სფეროში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების გათვალისწინებით.