სამშენებლო სექტორში სამუშაო ძალის ხელფასების კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჯობესება

8 მაისს, ICCA-ს ორგანიზებით გაიმართა „სამშენებლო სექტორში სამუშაო ძალის ხელფასების კვლევის მეთოდოლოგიის“ განხილვა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სექტორში შრომის ბაზრის სანდო ანალიზისა და სამართლიანი, საბაზრო ფასების შესაბამისი ანაზღაურების სისტემის განვითარებისათვის.

სამშენებლო სექტორში სანდო სტატისტიკური მონაცემებისა და შრომის ხარჯების გამჭვირვალე მეთოდოლოგიის შექმნა ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტის ხარჯების სწორად დაანგარიშებას და, შესაბამისად, მოცემული პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს სამშენებლო სექტორში ოთხი რეგულირებადი პროფესიის სავალდებულო სერტიფიცირებისათვის საჭირო სახელმძღვანელო პრინციპებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.

აღნიშნული ინიციატივები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამშენებლო სექტორში დასაქმების ხელშემწყობ ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა პროფესიონალურ ზრდაში.

ეს შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” ფარგლებში გაიმართა, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.