სამშენებლო სექტორი ბექა ფერაძეს შეხვდა

19 მარტს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან ბექა ფერაძესთან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა შრომის კოდექსში შესული ცვლილებები – სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა და მისი შემუშავების წესი.