
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის”/GAU ერთობლივი პროექტის ფარგლებში, USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით, სამშენებლო პროგრამები შეიქმნა. კურსების შექმნას კონსულტირება ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციამ (CEOE) გაუწია, სწორედ მათთან ერთად შემუშავდა მშენებლობის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის პროგრამები. სასწავლო კურსები მშენებლობის მენეჯმენტი, სამუშაოთა წარმოება და გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი, სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების მოკვლევის შედეგად შეირჩა და შემუშავდა.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, თითოეულ მიმართულებაზე სამი ნაკადის მიღება უზრუნველყო პროექტმა და არაერთ წარმატებულ პროფესიონალს მნიშვნელოვნად აუმაღლა ცოდნა. წარმატებული თანამშრომლობის ამ შედეგის საფუძველზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სამომავლოდ, გეგმავს კვლავ გამოაცხადოს მიღება აღნიშნულ პროგრამებზე.