სახელმწიფო შესყიდვების კურსზე მიღება ცხადდება

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ სახელმწიფო შესყიდვების 15 საათიან კურსზე. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

*სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
*სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
*სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
*სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა;
*სატენდერო/ საკონკურსო პირობები (სპეციფიკაციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
*მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
*სატენდერო წინადადება და მისი წარდგენა;
*ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
*შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში;
*შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში (პრაქტიკული ნაწილი);
*სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
*შავი სია და თეთრი სია;
*უფლების დაცვა – თეორიული ნაწილი (დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, გასაჩივრების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება- მოვალეობები);
*დავების განხილვის საბჭო (პრაქტიკული ნაწილი), დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები.

ტრენერები:

ნოდარ ხერხეულიძე – მთავარი იურისტი, შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“

ალექსანდრე ჩხიკვიშვილი – კონსულტანტი/ექსპერტ-ანალიტიკოსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავით ჯაიანი – ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.

დრო: 6, 8, 13, 15, 20 ოქტომბერი – 19:00 – 22:00.
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი.

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 280 ლარი;
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.