
საქართველოში კონსტრუქციული დაპროექტების ახალი სტანდარტები ევროკოდები შევა ძალაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანია “ელემენტ ჰოლდინგი” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უჭერს მხარს, 4 და 5 ივლისს, საინფორმაციო სემინარები გამართა ქალაქებში – ზუგდიდი და ბათუმი.
სემინარებზე მოწვეულნი იყვნენ სამშენებლო სექტორის და ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. სემინარებს უძღვებოდნენ ექსპერტები, ირაკლი ურუშაძე და დავით გიგინეიშვილი.
ბათუმში, სამშენებლო სექტორში აღნიშნული საკითხის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს ასოციაციის გამგეობის წევრი კომპანია “ანაგის” დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა და “ელემენტ ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა.
შემდგომი სემინარი დედაქალაქში, 8 ივლისს გაიმართა.