საბაჟო პროცედურები

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგ კურსს – საბაჟო პროცედურები.ონლაინ კურსი 5, თითო 3-საათიანი შეხვედრისგან, შედგება და მონაწილეები გაეცნობიან საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა, წარმოშობის ქვეყნის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, საბაჟო პროცედურები და გადასახდელები, დეკლარირება, გაფორმება და სხვა. მათ შორის, ტრენერი შეეხება სამშენებლო პროდუქციის იმპორტის პროცედურებს.ტრენინგ კურსს გაუძღვება ტიტე ბოლქვაძე, საგადასახადო-საბაჟო საქმის მაგისტრი. დსს აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალის (ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია), ლოგისტიკის მენეჯერი.
თარიღი / დრო: 22, 24, 26 თებერვალი, 2, 4 მარტი, 2021. 5 შეხვედრა, 17:00 – 20:00.
ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.
საფასური: 250 ლარი.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 თებერვლისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.