
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგ კურსს კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში AutoCAD-ი; სურვილისამებრ – კომპიუტერული პროგრამა ArchiCAD-ისა და Civil 3D-ს კომპონენტის შესწავლით. აღნიშნული გრძელვადიანი კურსის მიზანია, მონაწილეებმა შეიძინონ კომპიუტერული პროგრამა AutoCAD-ში მუშაობის უნარ-ჩვევები, რომ დამოუკიდებლად შეძლონ რთული ნახაზების შექმნა და რედაქტირება, ასევე, შექმნილი ნახაზების წაკითხვა და გააზრება; შეძლონ ორგანზომილებიანი ნახაზებისა და სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა, რედაქტირება და ვიზუალიზება; შექმნან დამოუკიდებელი პროექტი AutoCAD-ის გამოყენებით. ArchiCAD-ით დაინტერესებული მონაწილეები შეძლებენ პროგრამის შესაძლებლობების მიმოხილვასა და ძირითადი მახასიათებლების გაცნობას. საგზაო კომპანიების თანამშრომლებისთვის კი კურსის ბოლო 6 შეხვედრა დაეთმობა პროგრამა Civil 3D-ს. კურსი იმით არის მოსახერხებელი, რომ მონაწილეები შეძლებენ თავად აირჩიონ, თუ რომელ კომპიუტერულ პროგრამას ან მის რომელ კომპონენტს დაესწრონ: AutoCAD-ის ზოგადი მიმოხილვა – სასურველია, რომ გაიაროს ყველა მონაწილემ, გარდა მხოლოდ ArchiCAD-ით დაინტერესებულებისა; AutoCAD-ის 2D ნაწილი – სასურველია, რომ გაიაროს ყველა მონაწილემ, გარდა მხოლოდ ArchiCAD-ით დაინტერესებულებისა; AutoCAD-ის 3D ნაწილი – სურვილისამებრ; ArchiCAD – სურვილისამებრ; Civil 3D (საგზაო კომპანიებისთვის) – სურვილისამებრ. ტრენინგ კურსს გაუძღვებიან ტრენერები: გოჩა ჩიტაიშვილი და დავით გოქაძე. თარიღები: AutoCAD-ის ზოგადი მიმოხილვა – 1 შეხვედრა-11 დეკემბერი, 18:00-20:00 AutoCAD-ის 2D ნაწილი – 8 შეხვედრა, სულ 24სთ. –14 – 30 დეკემბერი, 18:00-21:00 (ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი) AutoCAD-ის 3D ნაწილი – 7 შეხვედრა, სულ 21სთ.-11 – 25 იანვარი, 18:00-21:00 (ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი) ArchiCAD – 2 შეხვედრა, სულ 4სთ. – 27, 29 იანვარი, 19:00-21:00 Civil3D (საგზაო კომპანიებისთვის)- 6 შეხვედრა, სულ 18სთ. – 1 -12 თებერვალი, 18:00-21:00 (ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი) ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.