ამწის ოპერირების პროგრამის შუალედური გამოცდა მაისის თვეში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩატარდა. სპეციალურად შერჩეულმა ექსპერტმა, ზვიად ახლოურმა (თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ) შეიმუშავა საგამოცდო საკითხები, რომელიც, თავის მხრივ, ფსიქომეტრიკოსის მიერ იქნა დადასტურებული.
უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობისას კი მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს წარმომადგენლებმა გასწიეს საგამოცდო პროცესის მონიტორინგი. ამასთან, დუომ შეიმუშავა რეკომენდაციები სამომავლოდ, პროცესების გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული ინიციატივა პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.



