პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამის პირველი ტრენინგი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტი “პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამის” პირველი ტრენინგი ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით პროგრამის მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა მიმართა.

პროექტის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიაში პროფესიონალი ახალგაზრდა ხარჯთაღმრიცხველების კვალიფიკაციის ამაღლება და მხარდაჭერა, ასევე ინდუსტრიაში ამ მიმართულებით არსებული დეფიციტის აღმოფხვრა. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით