
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამის ფარგლებში, კურსის მონაწილეების შემაჯამებელი გამოცდა ჩატარდა.
აღნიშნული გამოცდა არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მონაწილეების მიერ კურსის წარმატებით დასრულებისა. მომდევნო ეტაპზე, პროგრამის წარმატებული მონაწილეები კურსის პრაქტიკულ ნაწილს შეუდგებიან. პროექტის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიაში პროფესიონალი ახალგაზრდა ხარჯთაღმრიცხველების კვალიფიკაციის ამაღლება და მხარდაჭერა, ასევე ინდუსტრიაში ამ მიმართულებით არსებული დეფიციტის აღმოფხვრა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.