
კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათთვის, ვინც დასაქმებულია სამშენებლო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე და ჯერ კიდევ არ დასწრებია “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა” და “მართვის აკადემიის” ერთობლივ, სპეციალურად შექმნილ სატრენინგო კურსს “პროექტის მართვა მშენებლობაში”. გამოცხადდა მიღება მე-6 ნაკადის ტრენინგ-კურსზე დასასწრებად.ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, „მართვის აკადემიასთან“ თანამშრომლობით, გთავაზობთ ტრენინგ კურსს „პროექტის მართვა მშენებლობაში“.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრიორიტეტულ მიმართულებას, სხვა სერვისებთან ერთად, წარმოადგენს, საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარების მიზნით, კადრების მომზადება და გადამზადება; სპეციალიზირებული სასწავლო კურსების შექმნა და მართვა; ასოციაციის წევრი კომპანიების სერტიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა და სწორედ აქედან გამომდინარე „მართვის აკადემიასთან“ კოლაბორაციით, ასოციაციის მიზანია, კონკრეტული შეთავაზებული კურსით ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორში დასაქმებული კადრების – საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების, პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას. „მართვის აკადემიის“ შესახებ „მართვის აკადემია“ დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს არამომგებიან ორგანიზაციას (სოციალურ საწარმოს), რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და ურთიერთქმედების (networking) შესაძლებლობების შექმნის გზით. „მართვის აკადემიის“ ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. შეხვედრების დროის მინიმუმ 50% ეთმობა რეალური სიტუაციების, პროექტებისა და ამოცანების მომზადებას, განხილვას და დოკუმენტირებას. ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი კლასის პროფესიონალი სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 12 წლიანი გამოცდილებით. პროექტის მართვის ტრენინგი „მართვის აკადემიის” პირველი პროდუქტია. ამ დროის განმავლობაში მოცემული კურსი ჩაუტარდა 70-ზე მეტ ჯგუფს, რომლის ფარგლებში 1 000-ზე მეტმა მენეჯერმა (კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორიდან) მიიღო კვალიფიციური და პრაქტიკული ცოდნა პროექტების უკეთ მართვის შესახებ. 8 წლის განმავლობაში ტრენინგი მუდმივად ვითარდებოდა და მასში გათვალისწინებულია როგორც ტრადიციული, ასევე, თანამედროვე მიდგომები. ვისთვისაა კურსი? კურსი განკუთვნილია სამშენებლო კომპანიების (მ.შ. სამშენებლო, საზედამხედველო, მასალების მწარმოებელი და დილერი, მძიმე ტექნიკის დილერი, დეველოპერული და სხვა), ასევე, მათი პარტნიორი ორგანიზაციების საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან სამშენებლო პროექტების მართვაში ჩართულნი და საჭიროებენ პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას. კურსის მიზანია მონაწილეების როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება. პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით, კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები. კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute – www.pmi.org), ხოლო პრაქტიკული ნაწილი ქართული და საერთაშორისო სამშენებლო პროექტების მაგალითებითაა გადმოცემული. რას მიიღებთ კურსის გავლით? კურსის გავლის შემდეგ მის მონაწილეებს შეეძლებათ, გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. შეძლებენ მიიღონ პასუხი შემდეგ მთავარ კითხვებზე: რა არის პროექტი?ვინ არიან პროექტის მთავარი და სხვა მონაწილეები?როგორია წარმატებული პროექტი და რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად?როგორ ვმართოთ პროექტის პრიორიტეტები?რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა დაგვჭირდება ამისთვის?როგორ ვმართოთ პროექტის გუნდი?როგორ ვმართოთ პროექტის რესურსები?რა სპეციფიკაციები აქვს სამშენებლო პროექტებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ მეთოდოლოგია სამშენებლო პროექტების წარმატებით მართვისთვის? კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ საპროექტო დოკუმენტებს: პროექტის წესდება (Project Charter)შინაარსი (Project Scope Statement)WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary – MindManager-ის დახმარებითგეგმა-გრაფიკი (Schedule) – MS Project-ის დახმარებითბიუჯეტი (Budget) – MS Excelკომუნიკაციის გეგმა (Communication Plan) მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, მითითებებს შესაბამის ლიტერატურაზე, დოკუმენტების შაბლონებს და შესაბამის სერტიფიკატს. ტრენინგის შინაარსი რა არის პროექტი? ვინ არიან პროექტის მთავარი მონაწილეები? პროექტის გუნდის და კომუნიკაციის მართვა რას მივიღებთ: ზოგადი მიმოხილვა. პროექტის მართვის რა მეთოდოლოგიები არსებობს? ვინ ვინ არის პროექტში? რატომ უნდა განისაზღვროს პროექტის მთავარი მონაწილეები და მათი პასუხისმგებლობები პროექტის დასაწყისიდანვე? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის გუნდის მართვა და როგორ უნდა ვმართოთ? რა საშუალებები და ტექნიკები არსებობს პროექტის გუნდის სამართავად? ვისთან, რა ფორმით და რა დოზით უნდა ვიურთიერთოთ პროექტში და კომუნიკაციის რა საშუალებები არსებობს. პროექტის ფაზები და პროექტის შინაარსის მართვა რას მივიღებთ: რა ფაზებისგან შედგება პროექტი? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის თავიდანვე სწორად განსაზღვრა და წამოწყება? შედეგად მივიღებთ პროექტის წესდების დოკუმენტს (Project Charter). პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის – შინაარსის (Project Scope) განსაზღვრა და მისი მართვა. შედეგად მივიღებთ პროექტის შინაარსის დოკუმენტს შესაბამისი დანართებით. დროის მართვა. პროექტის გეგმა-გრაფიკი რას მივიღებთ: რა ფაზებისგან შედგება პროექტი? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის თავიდანვე სწორად განსაზღვრა და წამოწყება? შედეგად მივიღებთ პროექტის წესდების დოკუმენტს (Project Charter). პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის – შინაარსის (Project Scope) განსაზღვრა და მისი მართვა. შედეგად მივიღებთ პროექტის შინაარსის დოკუმენტს შესაბამისი დანართებით. პროექტის დანახარჯების მართვა. პროექტის ბიუჯეტი. პროექტის რისკების მართვა რას მივიღებთ: რა უნდა გავითვალისწინოთ დანახარჯების დაგეგმვისას? რატომაა მნიშვნელოვანი პროექტის რისკების მართვა და როგორ უნდა ვმართოთ? მოდულის შედეგად მივიღებთ პროექტის ბიუჯეტსა და პროექტის რისკების გეგმას. ტრენერები:
ვანო ნადირაძე პროფესიონალი პროექტის მენეჯერიმართვის აკადემიის პარტნიორი და ტრენერიPMP – საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი10+ წლიან გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში10+ წლიან გამოცდილება IT და ბიზნეს პროექტების მართვაში“PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის” დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრიკომპანია “პროექტის მართვის ექსპერტების” (pme.ge) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორიჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრიMBA – Grenoble Graduate School of Business (საფრანგეთი), მაგისტრანტი (დასრულება 2020 წ.) მეტი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ: https://www.linkedin.com/in/vnadiradzeლელა მაჩაიძე პროფესიონალი პროექტის მენეჯერიმართვის აკადემიის ტრენერიPMP – საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი15+ წლიან გამოცდილება მშენებლობის და ინფრასტრუქტურის, საჯარო სექტორის, ჯანდაცვის სისტემების პროექტების, პროგრამების და ოპერაციების მართვაში“PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის” დამფუძნებელი და პრეზიდენტიკომპანია “პროექტის მართვის ექსპერტების” (pme.ge) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორიმუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველიჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრი MBAმეტი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ: https://www.linkedin.com/in/lela-machaidze მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 16 ნოემბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით: პერიოდი / ხანგრძლივობა: 18 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 18:00-21:00 (8 შეხვედრა, სულ 24 საკონტაქტო საათი). ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 1100 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის ღირებულების 50%-ს. წარმატებულ დღეს გისურვებთ!