
დასრულდა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი აქტუალური ონლაინ კურსი, თემაზე “პროექტის მართვა – MS Project-ის დახმარებით”. ტრენინგს უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მენეჯმენტის მაგისტრი, ილია რევია.აღნიშნული კურსი ეფუძნება ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის (Project Management Institute), მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას. ტრენინგი განკუთვნილი იყო პროექტების მოქმედი მენეჯერებისათვის, საშუალო და ზედა რგოლის ხელმძღვანელებისათვის და სპეციალისტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ MS Project-ში მუშაობის შესწავლას და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები