
28 იანვარს ასოციაციამ სემინარს უმასპინძლა თემაზე “მზის ენერგეტიკა – რა უნდა იცოდეს მშენებელმა?”სემინარს უძღვებოდა კომპანია “ჰელიოს ენერჯის” დამფუძნებელი და განახლებადი ენერგიების აქტივისტი თორნიკე დარჯანია. სემინარი შეეხო მზის ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში – არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს. ღონისძიებაზე განხილულ იქნა თემები:მზის ენერგეტიკის ისტორია, როგორ დაიწყო და როგორ ვითარდება;მზის პოტენციალი საქართველოში, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო;რისგან შედგება მზის ელექტროსადგური, კომპონენტების მიმოხილვა;ელექტროსადგურის სახეები, ნეტო აღრიცხვის პროგრამა საქართველოში;ტექნოლოგიები, რომლებსაც ვიყენებთ სადგურის დაგეგმვასა და მის შემდგომ მონიტორინგში;ჰელიოს ენერჯის გამოცდილება.