
19 სექტემბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, “რესპუბლიკას” საკონფერენციო დარბაზში სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ახალი ინიციატივის პრეზენტაცია შედგა.
აღნიშნული ინიციატივა, მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაარსებასა და განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში დუოს საინიციატივო ჯგუფის წევრმა ასოციაციებმა, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს, ხოლო სახელმწიფოს პოზიციებსა და მიმართებაზე დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან დაკავშირებით, აუდიტორიას პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა მიმართა.















