მასტერკლასი “პროდუქტიულობა პანდემიის დროს”

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მართვის აკადემიასთან ერთად, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მასტერკლასი “პროდუქტიულობა პანდემიის დროს” შესთავაზა.
შეხვედრა დისტანციურად წარიმართა და ის კრიზისულ პერიოდში ონლაინ მუშაობის სპეციფიკის ირგვლივ საკითხებს მოიცავდა (პროდუქტიულობა და ხელის შემშლელი ფაქტორები; სამუშაო გარემოს შექმნა, დაგეგმვა, ოჯახის და სამსახურის საქმის შეთავსება, სტრესის მართვა და ა.შ.).მასტერკლასს, რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც პანდემიის პერიოდში საქმიანობის დისტანციურად წარმართვა მოუწია, ქეთი ტყავაძე უძღვებოდა.