ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ვებინარი თემაზე „ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან“ გაიმართა. შეხვედრა განკუთვნილი იყო წევრი კომპანიების იურისტებისა და კომპანიის ხელშეკრულებების მართვაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისათვის და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი უძღვებოდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181-ე დადგენილებით დაწესებული შეზღუდვებით, ბევრ კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულების ვადებში შესრულებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ვებინარი შეეხო ხელშეკრულების
შესრულების დაბრკოლებისა და ფორსმაჟორული გარემოებების დროს ხელშეკრულების მართვის და მოლაპარაკებების წარმოების პრობლემურ ასპექტებსა და თავისებურებებს.