“ხარისხის ინფრასტრუქტურა მშენებლის თვალით: სტანდარტებთან შესაბამისობა და ადგილობრივი წარმოების რეალობა”- ICCA-მ Caucasus Build 2025-ის ფარგლებში პანელური დისკუსია გამართა

სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის CaucasusBuild 2025 ფარგლებში, 26 აპრილს, 13:00 საათზე, ასოციაციამ გამართა პანელური დისკუსია თემაზე:

“ხარისხის ინფრასტრუქტურა მშენებლის თვალით: სტანდარტებთან შესაბამისობა და ადგილობრივი წარმოების რეალობა”.

დისკუსიაში სპიკერებად ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორ, ირაკლი გიორგობიანთან ერთად მოწვეული იყვნენ წევრი კომპანიების წარმომადგენლები: RC Construction- დირექტორი, ვაჟა ფანჩულიძე, LLC ARALI- დირექტორის მოადგილე, ეკა თათეშვილი, Anagi construction company – ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი მარღიშვილი, Experts For Solutions – ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ნაზღაიძე;