
2020-ში, ასოციაციამ განათლების ხელშეწყობა საკუთარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად განსაზღვრა.პრიორიტეტის კვალდაკვალ, გადავწყვიტეთ, რომ ის ფინანსური რესურსი, რომელიც სხვადასხვა საახალწლო მიზნებისთვის ჰქონდა ასოციაციას განსაზღვრული, მიგვემართა ქველმოქმედებისკენ და ეს ქველმოქმედება ყოფილიყო განათლების მხარდამჭერი.2020-ში, როგორც არასდროს, ისე დასჭირდა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ციფრული ხელსაწყოები, ინტერნეტი. საქართველოში კი მრავალი ბავშვი, სწორედ ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო, დარჩა უწყვეტი განათლების გარეშე. შესაბამისად, ჩვენი მცირედი წვლილით და პროექტ ჩართე-ში გადარიცხული თანხის საშუალებით, ისინი დავასაჩუქრეთ კომპიუტერებით. ჩართე უზრუნველყოფს მათ ინტერნეტ კავშირით, მინიმუმ ერთი წლით.ვისურვოთ, რომ 2021 წლიდან სულ უფრო და უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს უფლებით განსაზღვრული განათლება და ჩვენ კი მოგვეცეს შესაძლებლობა, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს განაპირობებს, გვყავდეს სულ უფრო მეტი კვალიფიციური დასაქმებული და კიდევ უფრო ძლიერი სექტორები, უკეთესი საქართველოსთვის.