
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრმა” კომპანიებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 83550 ლარის ფინანსური კონტრიბუცია გაიღეს.
ასოციაციამ წევრი კომპანიებისაგან თანხის მობილიზებასა და ჰუმანიტარული დახმარების შეძენას გაუწია ორგანიზება. მედიკამენტები, ბავშვთა კვება, პამპერსი და სხვა პრიორიტეტული პროდუქციით დატვირთული მანქანები უკვე უკრაინაშია. აქტივობას მხარი დაუჭირა პროექტი “Charte • ჩართე -ს ინიციატივა ForUkraine.ge”-მ.
ქველმოქმედება განახორციელეს კომპანიებმა: დაგი, ენერგონი, ენსისი, ინსი, ფოლადის სახლი, ოლ-პი ჯგუფი, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, დიკა 2010, იუჯი ინვესტი, HydroDiagnostics, პრაიმ ბეტონი, ჯი არ სი ატლას კორპ ჯორჯია, სიაისი ჯგუფი, ჯითისი რენთ ჯითისი, Domson’s Engineering, საფკო, საგა ელიტ მოტორსი, სპეცჰიდრომშენი, აუდიტესკორტი.