
ასოციაციის წევრი კომპანია ნოვას ინიციატივითა და ICCA-ს მედიატორობით, კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” მალე კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს მიიღებს პროგრამებზე “სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაცია” და “ხიდურა ამწის ოპერირება”.
“ნოვა”, როგორც ცენტრის პარტნიორი კომპანია, უმასპინძლებს აღნიშნული პროგრამების მსმენელებს, პრაქტიკული კომპონენტის სწავლების პროცესში.
პროფესიული გადამზადების პროგრამები გასული კვირის დასაწყისში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ დამტკიცდა.
ICCA კომპანია “ნოვასა” და “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს” წარმატებულ პარტნიორობას უსურვებს.